{ იურიდიული }
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
სამუშაო ვერსია — საბოლოო რედაქცია ქვეყნდება იურიდიულ შემოწმებამდე გაშვებამდე.
1. ვინ ამუშავებს მონაცემებს
მონაცემთა დამმუშავებელია პლატფორმა mymind. კითხვებისთვის გამოიყენე ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხი.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
ანგარიშის მონაცემები: სახელი, ელფოსტა ან ტელეფონის ნომერი, პროფილის ფოტო (თუ ატვირთე).
ჯავშნის მონაცემები: არჩეული სპეციალისტი, დრო, ხანგრძლივობა, გაუქმების მიზეზები.
ის ფაქტი, რომ კონკრეტულ სპეციალისტთან (მაგ. ფსიქოლოგთან) ჩაეწერე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციაა — მას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად ვექცევით.
სესიის ვიდეო და აუდიო არ იწერება.
3. რისთვის ვიყენებთ
მომსახურების გასაწევად: ჯავშნების მართვა, ვიდეო-სესიის ჩატარება, შეხსენებები ელფოსტით ან SMS-ით.
კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად და უსაფრთხოებისთვის (მაგ. კონფიდენციალურ დოკუმენტებზე წვდომის აღრიცხვა).
4. ვის გადაეცემა
მონაცემები ინახება ევროკავშირში (ამსტერდამი) და მუშავდება მხოლოდ იმ ტექნიკური პროვაიდერების მეშვეობით, რომლებიც მომსახურების გაწევისთვისაა საჭირო: ჰოსტინგი, ელფოსტის/SMS-ის გაგზავნა, ვიდეო-კავშირი.
შენს სპეციალისტს ჩანს მხოლოდ ის, რაც სესიისთვისაა საჭირო: სახელი და ჯავშნის დეტალები.
5. რამდენ ხანს ვინახავთ
ანგარიშის მონაცემები ინახება ანგარიშის არსებობის განმავლობაში.
6. შენი უფლებები
გაქვს უფლება მოითხოვო შენი მონაცემების გაცნობა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა და გადატანა, ასევე ნებისმიერ დროს გამოიხმო თანხმობა.
თანხმობის გამოხმობა არ ეხება გამოხმობამდე შესრულებულ დამუშავებას.
გაქვს უფლება მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
7. უსაფრთხოება
მონაცემები გადაიცემა დაშიფრული კავშირით. კონფიდენციალურ დოკუმენტებზე (მაგ. სპეციალისტების დიპლომები) წვდომა შეზღუდულია და აღირიცხება.
8. კონტაქტი
კითხვები მონაცემების შესახებ: giorgobianilasha77@gmail.com. პასუხს 10 სამუშაო დღეში მიიღებ.